საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთის სემინარი - „მედიაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები“ გაიმართა

5.09.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთის სემინარი -  „მედიაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები“ გაიმართა. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სემინარი -  „მედიაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები“ გაიმართა. ღონისძიება დიდი ბრიტრანეთის საელჩოს, კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
  
სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა ქალბატონებმა რომლებიც ჩართულნი არიან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ან პოტენციურად გეგმავენ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას.
  
პროექტი ხორციელდება გაეროს 1325 რეზოლუციით გათვალისწინებული რეკომენდაციების ფარგლებში და მიზნად ისახავს ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას უსაფრთხოების სექტორში.
  
აღსანიშნავია, რომ 2019 - 2020 წლებში დიპლომატიური ინსტიტუტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით აღნიშნულ თემატიკაზე დაგეგმილია და პერიოდულად განხორციელდება სხვადასხვა სასწავლო პროგრამები.