ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

6.12.2018 მილანი - ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ხვალ ეუთოს სხდომაზე ერთობლივ განცხადებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადო წარმოჩენას ორაგანიზაციის ფარგლებში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან: ბულგარეთი, კანადა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.