ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა

3.04.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის - „სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება; მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა; რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ რიგით მე-4 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი მიმართულების დირექტორის მოადგილე დირკ ლორენსი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა და ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.  

სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარების, მეთევზეობისა და საზღვაო მმართველობის მიმართულებით  საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი. საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად იქნა შეფასებული ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან.