ევროკომისარი „ახალ ტიფლისში"

26.02.2017 თბილისი - ​საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე უმასპინძლეს. 

ევროკომისარმა „ახალი ტიფლისი“ საქართველოს პრემიერ-მინისტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად მოინახულა.

სეირნობისას დიმიტრის ავრომოპულოსი მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

დიმიტრის ავრამოპულოსი პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე "არიფანას" ესტუმრა, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საქართველოს სულ რამდენიმე საათის წინ ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.