ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შეხვდება

8 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east)“ პროექტთან თანამშრომლობით, სემინარი - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩებიიხსნება. ორდღიანი სემინარი ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, სადაც მონაწილეობენ უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი სემინარის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰერცელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი.
 
ღონისძიებას გახსნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
 
სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას მონაწილეები გამოიყენებენ დაგეგმილ პროექტებში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები ევროპული ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.