ფინეთში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

16.04.2019 ფინეთი -  ფინეთში საქართველოს საელჩოს შენობაში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა თემატური ფოტო-გამოფენა  და წარმოდგენილი იქნა განვითარებული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ვიდეო რგოლები.
 
ღონისძიების ფარგლებში  ფინეთში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უჩა გაბეჩავამ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 30 წლის წინ, 9 აპრილს ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისაუბრა ქართველი ხალხისთვის და საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, როგორც 1989 წლის 9 აპრილის, ასევე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე. საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ფინეთის პოლიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ფინეთიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი თანამშრომლები და ფინეთში მცხოვრები ჩვენი