ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების გამოფენას უმასპინძლა

17.05.2018 ბელგია - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების დავით ხმალაძისდა დავით ნათიძის გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში  ნატალი საბანაძემ გახსნა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქართველი მოქანდაკეების მნიშვნელობას ბელგია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.