ფოტოგამოფენა „ომი ჩვენს ობიექტივში“

08.08.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტს ეწვია, სადაც აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ დაათვალიერა. 

გამოფენის დამთვალიერებლებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა და ცხრა წლის წინ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ტრაგიკულ დღეებზე და ქართველი გმირების თავდადებაზე ისაუბრა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია ხუთი ფოტოგრაფის - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურცუკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ნამუშევრები.