ქ. მაინის ფრანკფურტში ფოტო-გამოფენა „საქართველო 1993 წელს“ გაიხსნა

30.10.2019 გერმანია -  ქ.მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გერმანელი ფოტოგრაფის, ტიმ ვეგნერის ფოტო-გამოფენა სახელწოდებით ,,საქართველო 1993 წელს” გაიხსნა.

ფოტო-გამოფენის გახსნას არაერთი გერმანელი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი დაესწრო.
გამოფენა საქართველოს გენერალურ საკონსულოში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება