ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

17.05.2019 გერმანია- ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრსფოლკერ ბუფიეს შეხვდა.
 
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნულ პროცესში გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის, განსაკუთრებულ როლზე.
 
 
გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და ის შეუქცევადი პროცესია. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეფასდა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.
 
 
აღინიშნა, რომ მხარეები მიესალმებიან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ეკონომიკური დელეგაციების ვიზიტების განხორციელებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე.
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი როლი.