ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული კუთხე მოეწყო

18.03. 2019 საფრანგეთი- იუნესკოს სათაო ოფისში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ფარნკოფონიის წევრი ქვეყნების კულინარიული ტრადიციების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.
 
სქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში და სტუმრებს შესთავაზა ქართული ტრადიცული სამზარეულო და ღვინო.
 
საზეიმო ღონისძიება გახსნეს იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ და ფრანკოფონიის გენერალურმა მდივანმა  ლუიზ მუშიკივაბომ, რომლებმაც სიტყით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრეს ფარნკოფონიის მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30- მა ქვეყანამ, ესწრებოდნენ იუნესკოს წევრი ქვეყნების დელეგაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.