გაერო-ს გენერალურ მდივანმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

5.12.2017 - ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  გაერო- გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გაეროსთვის  და აღნიშნეს ზოგადად ტურიზმის სფეროს და ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა მსოფლიო ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის,  ხალხთაშორისი კავშირების, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ახალი შესაძლებლობების გამოვლენის პერსპექტივები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ანტონიო გუტიერეშს გააცნო ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები და პრიორიტეტები.