გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა წერილი გადასცა

2019 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა ქემლინ ფერლიმ, რწმუნებათა წერილი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

რწმუნებათა წერილის გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობისა და საქართველოში UNHCR-ის საქმიანობის შესახებ.

ქემლინ ფერლის მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის, ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე განვითარებების შესახებ. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში UNHCR-ს ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა.