გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან

14-21 აპრილს, გაეროსთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევიან.
 
ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს. ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს ხურვალეთში და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებენ; სტუმრები ასევე ეწვევიან იუსტიციის სახლს, საბჭოთა ოკუპაციის და ეროვნულ მუზეუმებს.
 
დაგეგმილია ელჩების ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან შეხვედრის გარდა მოინახულებენ ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს და ეწვევიან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს.
 
საქართველოში გაეროსთან აკრედიტებული ელჩების სამუშაო ვიზიტის მიზანია გაეცნონ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, რეფორმირებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას. ელჩები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების და ტურისტული პოტენციალის შესახებ. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროსთან აკრედიტებული ელჩების საქართველოში ვიზიტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი ინიციატორი გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა. მსგავსი სახის ვიზიტები ხორციელდება ასევე ეუთოში აკრედიტებული ელჩებისთვისაც.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.