გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს

23.10.2017 ლონდონი -  საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო  უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა. 

მისი განცხადებით ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილია და ბრიტანული მხარე დაინტერესებულია ვაჭრობის საკითხებში მიმდინარე სახელშეკრულებო პროცესი სწრაფად და წარმატებით წარიმართოს, "ჩემი სურვილია,  რომ გამოვიჩინოთ მეტი ამბიცია არსებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში რაც კარგი მაგალითი იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.  მოხარული ვარ, რომ საგარეო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თბილისში ჩვენი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად. ეს დიალოგი კიდევ უქრო გააქტიურდება უახლოეს თვეებში"- განაცხადა დანკანმა.  
 
მისი განცხდაებით ბრიტანელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მკვეთრად იზრდება, რასაც ადასტურებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა  და უორდროპის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი. 
 
სერ ალან დანკანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაქტიურებულ ხალხთაშორის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ "დღეს ორივე მიმართულებით ბევრად მეტი მოქალაქე  მოგზაურობს ტურისტული, საგანმანათლებო ან ბიზნესის წარმოების მიზნით ვიდრე ოდესმე. ჩვენ, მთავრობას, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც ტექნიკური, პროფესიული და ხელოვნების მიმართულებებით. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზის აღების პროცესი რაც შეიძლება მარტივი იყოს"- განაცხადა ალან დანკანმა. 
 
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა ლონდონში დღეს გაიხსნა. 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.