გელა დუმბაძე ოდესის ოლქის გუბერნატორს შეხვდა

27.02.2019 – 27 თებერვალს, ქ. ოდესაში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის შეხვედრა ოდესის ოქლის გუბერნატორთან მაქსიმ სტეფანოვთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის სფეროებზე და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ოდესის ოლქს წლების განმავლობაში აქვს ინტენსიური ურთიერთობები დაძმობილებული აჭარისა და კახეთის რეგიონებთან.
 
ოდესაში ვიზიტის ფარგლებში,  გელა დუმბაძემ და  საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა შეხვედრა გამართეს ქართული დიაპორის წარმომადგენლებთან.
ქართველი დიპლომატები ეწვივნენ ქ.ოდესაში წმინდა თამარ მეფის სახელობის ახალ ტაძარს, სადაც ახლო მომავალში განთავსდება ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ და მასთან არსებული საკვირაო სკოლა.
 
ელჩმა, მადლობა გადაუხადა ოდესაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ოლეგ ქუთათელაძეს მისი აქტიური საქმიანობისთვის და იგი  საელჩოს სიგელით დააჯილდოვა.