ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

6.11.2019 გერმანია - ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრთან  თომას შეფერთან.

გენერალურმა კონსულმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და მზარდი ტურისტული ნაკადების, ისევე როგორც ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს.