გერმანიაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

10.04.2019 გერმანია- ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საელჩოში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის საკითხში.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა იური როსტის და გიორგი ცაგარელის დოკუმენტური მასალების ფოტოგამოფენა და ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება „9 აპრილის ქრონიკა.“
 
საღამოს ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ბუნდესტაგის, ბერლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, გერმანული მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.