გერმანიაში საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

23.10.2019 . მაინის ფრანკფურტი - საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის სახელმწიფო პარლამენტში, სადაც შეხვედრა გამართა ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ ბორის რაინთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და არსებული მდგომარეობა. გენერალურმა კონსულმა ბატონი ბორის რაინი ვიზიტით მიიწვია საქართველოში.