გერმანიაში საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის თემაზე დისკუსია ჩატარდა

4.09.2018 გერმანია- საქართველოს საელჩოში, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის თემაზე დისკუსია ჩატარდა.
 
ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ნატო-საქართველო-ს ურთიერთობებზე და ყურადღება გაამახვილა ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე. ელგუჯა ხოკრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს და და  ისაუბრა ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივებზე.
 
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის უსაფრთხოების პოლიტიკის დესკ ოფიცერმა ბენჟამინ ფრიკემ, საქართველოს ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის  წევრმა თამუნა ჯიბუტმა, მიუნხენის ფედერალური შეიარაღებული ძალების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ხელმღვანელმა კარლო მასალამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნატა ქორიძემ. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის წარმოამდგენელი ადრიან ბიურინგი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ახალგაზრდული კლუბის წევრები, გერმანიის ბუნდესთაგის მეცნიერ-თანამშრომლები და სტიპენდიანტები.

დისკუსია გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და გერმანიის ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის (YATA-გერმანიის) ორგანიზებით გაიმართა.