გიორგი ჯანჯღავა ტირანას, დურრესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს შეხვდა

19.04.2019 ალბანეთი- ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ( რეზიდენციით ქ. ანკარა)  შეხვედრა გამართა ტირანას, დურრესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსთან- ანასტასიოსთან.
 
შეხვედრაზე ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის მნიშვნელობას და უსურვა მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ქართველი ერის საკეთილდღეოდ. მან ასევე  სიამოვნებით  გაიხსენა 10 წლის წინ საქართველოში განხორციელებული ვიზიტი.
 
საქართველოს ელჩი ალბანეთის რესპუბლიკას 2019 წლის 16-17 აპრილს ეწვია, ვიზიტის ფარგლებში მან რწმუნებათა სიგელები გადასცა ალბანეთის პრეზიდენტს.