გიორგი ჯანჯღავა თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

24.06.2019 თურქეთი -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იავუზ სელიმ ქირანთან.
 
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების ურყევი მხარდაჭერა და მიესალმა ახლო მომავალში თურქული დელეგაციების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტებს.
 
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.