გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის რაგბის ფედერაციის (IRFU) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

29.05.2017 - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის რაგბის ფედერაციის (IRFU) ვიცე-პრეზიდენტთან ფილიპ ორთან, რომელიც ირლანდიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი 2018-2019 წლების ვადით გახდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს მ.წ. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოში დაგეგმილ მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე და ირლანდიის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

ირლანდიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს 2023 წელს  მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის ჩატარებას ირლანდიაში და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ირლანდიის რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს მ.წ. ივნისში ეწვევიან.

შეხვედრის დასასრულს ფილიპ ორმა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.