იაპონიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 
19.04.2019 იაპონია- ტოკიოში, კეიოს უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია.

ლექციაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, არჩილ მაჭავარიანი, რომელმაც 9 აპრილის მნიშვნელობასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე ისაუბრა. არჩილ მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას  მიმოხილა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ისტორია და მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორმა,  იოკო ჰიროსემ , და საელჩოს წარმომადგენლემა დავით გოგინაშვილმა, რომელმაც 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე და შედეგებზე ისაუბრა.  

ლექციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა 9 აპრილის მოვლენების ამსახველ დოკუმენტურ ფოტო მასალას.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ტოკიოში აკრედიტებული საელჩოებისა და იაპონური ორგანიზაციების წარმომადგენლები.