იაპონიაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება გაიმართა

22.03.19 იაპონია-ორგანიზაცია „გაკუშიკაიკანში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს, "ასოციაცია ქართული ღვინოს" და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ქართული და ფრანგული კერძები და ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, არჩილ მაჭავარიანმა, რომელმაც ქართული კულტურის უნიკალურობის, სამზარეულოს მრავალფეროვნებისა და ღვინისწარმოების უძველესი ტრადიაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტოკიოში კვლავ გრძელდება გამოფენა "Georgia Homeland of Wine"-ზე.   არჩილ მაჭავარიანმა ასევე ხაზი გაუსვა მარტის თვეში შემდგარი უმაღლესი დონის ქართული დელეგაციის ტოკიოში ვიზიტის შედეგებსა და მის მნიშვნელობას.

ღონისძიებას, რომელზეც  გაკუშიკაიკანის დირექტორისს და მთავარის მზარეულის, მასარუ ოსაკასა და ცნობილი ქართველი მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ მომზადებული კერძები იყო წარმოდგენილი,  ესწრებოდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) წარმომადგენლები
 
აღსანიშნავია, რომ „გაკუშიკაიკანი“ 1928 წელს შექმნილი შვიდი მსხვილი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს უნივერსიტეტი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, ტოჰოკუს უნივერსიტეტი, ნაგოიას უნივერსიტეტი, კიოტოს უნივერსიტეტი, ოსაკას უნივესიტეტი, კიუშუს უნივერსიტეტი) გაერთიანებაა.
იაპონიაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება გაიმართა 
 
22.03.19 ორგანიზაცია „გაკუშიკაიკანში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს, "ასოციაცია ქართული ღვინოს" და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ქართული და ფრანგული კერძები და ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.