იაპონიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

31.05.2018 ქ.ტოკიო - იაპონიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი  მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ლევან ცინცაძემ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე, ტოშიჰირო აიკი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი გზავნილი გააცნო. გზავნილში მინისტრმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო იაპონიისათვის მნიშვნელოვან მეგობარს წარმოადგენს.

მიღებას ესწრებოდნენ იაპონიის მთავრობის, ბიზნეს-სექტორის, იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, კულტურის, ხელოვნების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია მოეწყო.