ინდოეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10.12.2018 ინდოეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „Shangri-La’s Eros Hotel“-ში (Café Lawn, Open Garden) საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე.  
არჩილ ძულიაშვილმა ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
მიღების ფარგლებში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტო-გამოფენა.
 
საღამოს ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული  ღვინო და სამზარეულო.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანი (მინისტრის მოადგილე), ა. გიტეშ სარმა (Mr. A. Gitesh Sarma, Secretary (West, ) და ინდოეთის მთავრობის სხვა წევრები, ასევე  დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები და  საქართველოს საპატიო კონსულები.