ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანისა და საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩის ჯასიმ მუჰამედ ალ ქასემის შეხვედრის შესახებ

12.07.2017 თბილისი - 2017 წლის 12 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი)  ჯასიმ მუჰამედ ალ ქასემისთან (Jassim Mohamed Al Qasemi).

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციასა და საქართველოსა და საემიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.