ირლანდიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

12.06.2019 ირლანდია- საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
 
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.
 
გიორგი ზურაბაშვილმა შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პერიოდში  საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერაზე. აღინიშნა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა და ყურადღება გამახვილდა სავიზო ლიბერალიზაციასა და  თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე. გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა  ევროკავშირსა და ცალკეულ პარტნიორ ქვეყანას შორის დიფერენცირებული პარტნიორობის ეფექტურობა, რაც გამოხატავს პარტნიორთა განსხვავებულ სურვილს, უნარს და ინტერესებს არსებული თანამშრომლობის პროცესში.
გიორგი ზურაბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე  და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
გიორგი ზურაბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების შედეგად, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.  მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ბათუმის კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეხმიანება.
 
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ  ირლანდიის ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ჰელენ მაქენთი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი ლოურენს მერედიტი, რუმინეთის ელჩი მანუელა ბრიზუ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, მეინუს უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიული კვლევების ცენტრის დირექტორი ჯონ ობრენანი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნების წარმომადგენლები.
 
გამომსვლელებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიღწევებზე, წინსვლებზე და გამოწვევებზე.  ხაზი გაესვა რუმინეთის  თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს შორის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისადმი გამოკვეთილ ინტერესს.
 
 
სახელმწიფო მინისტრმა ჰელენ მაქენთიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის  10 წლისთავზე, ფორმატი შეიძლება შეფასდეს როგორც სტრატეგიული, ძალზე ეფექტური, მოქნილი, და დინამიური ჩარჩო ევროკავშირისა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მინისტრმა ასევე, ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც ირლანდია იღებს ევროკავშირისგან და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს სარგებელი სრულად გავრცელდება სამეზობლოს იმ ქვეყნებზეც, რომლებიც მოწოდებულნი არიან გახდნენ ევროკავშირის წევრები. 
 
გამომსვლელთა პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა“ პოლიტიკური სექციის უფროსი დანიელ კეოჰანი.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.  
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.