ირლანდიაში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15.10.2018 ირლანდია - ირლნდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და დუბლინის უნივერსიტეტის (Dublin City University – DCU) მხარდაჭერითერთობლივი სემინარი - „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავი გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე  და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. მან მოწვეულ სტუმრებს  მიაწოდა  ინფორმაცია ადგილზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.
 
საკუთარ გამოსვლაში გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე -  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თამარ რობაქიძის ფილმის  „მცოცავი საზღვრები“ ჩვენება.
            ​
სემინარს  ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებელები, ასევე ირლანდიის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.