ირლანდიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25.09.2018 ირლანდია-  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერის ოფიციალურ რეზიდენიაში  პროფესორ გიორგი კალანდიას წიგნის „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა. დროებითმა რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ქართველი და ირლანდიელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობაზე.
 
აღინიშნა, რომ თბილისი და დუბლინი დამეგობრებული ქალაქებია, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ირლანდიის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.
 
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა  დუბლინის ლორდ მერმა ნაილ რინგმა. მერმა კმაყოფილება გამოხატა ქართულ-ირლანდიური ურთიერთობების განვითარებით და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას მსგავსი ისტორიული წარსული და საერთო ღირებულებები აკავშირებს.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის მეგობართა ჯგუფის, დიპლომატიური კორპუსის და  ქართული დიასპორის წარმომადგენლები.