ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დუბლინში „ფრანკოფონიის თვის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში

21.03.2019 ირლანდია- ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამისფრანკოფონიის თვეერთ -ერთმა თანაორგანიზატორმა მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში.

საქართველოს საელჩომ საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და ქართული ენის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში უკვე მეხუთე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ირლანდიაში „ფრანკოფონიის თვე“ 1 მარტიდან 14 აპრილამდე იმართება, მისი პროგრამა მრავალფეროვანია და რიგ კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.