ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

29.03.2019 ირლანდია -ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, დუბლინში ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა. კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ფარგლებში, ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის „შემთხვევითი პაემნები“ ჩვენება ქართული კინოს პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
 
ღონისძიებას უმასპინძლა დუბლინში მდებარე ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრმა“Alliance Française”. ფილმის ჩვენებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფილმის სიუჟეტისა და საერთაშორისო კინოფესტივალებზე მრავალგზის მიღწეული წარმატების შესახებ. ფილმმა „შემთხვევითი პაემნები“ ირლანდიელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.