ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04.10.2017 ირლანდია - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, შონ ო’ფარელთან.
 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესზე და ა.წ. ნოემბერში ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა ირლანდიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ და  გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.