ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი სამუშაო ვიზიტით ვექსფორდის საგრაფოს ეწვია

2019 წლის 21-22 თებერვალს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სამუშაო ვიზიტი გამართა ვექსფორდის საგრაფოში.
 
ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს.
 
შეხვედრებზე განხილული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები. ასევე, ვექსფორდის საგრაფოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონთაშორისი თანამშომლობის გაღრმავების პოტენციალის შესახებ.
 
ვექსფორდის საგრაფოს წარმომადგენლებმა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირეს. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობა დაინტერესდა საქართველოს და არსებული ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებითა და ქვეყნის   ტურისტული პოტენციალით.