იზმირში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა

22.11.2019 იზმირი - თურქეთში საქართველოს საელჩოს, ასევე ქ. იზმირში საქართველოს საპატიო საკონსულოს ხელშეწყობითა და იზმირის ქართული კულტურის ასოციაციის (ხელ-ი: ილქერ ილდიზ პაპუაშვილი) ორგანიზებით, იზმირის ქემალფაშას რაიონში პირველად გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები. 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული კურსის მოსწავლეები ქართულ ენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოების საფუძველზე დაეუფლებიან.