ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

12.12.2018 თბილისი - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ, მათ შორის, დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიის მსმენელებიც.

შეხვედრის თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს წვლილი ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გლობალური გამოწვევები იყო. 
 
”დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, უნდა აღვნიშნო, რომ განათლების დონე ქართველ სტუდენტებს შორის ძალიან მაღალია. თითოეული შეკითხვა იყო ძალიან კარგად გააზრებული და პოლიტიკურად კორექტული. აქ დაისვა კითხვები, რომელიც ჩვენც გვაქვს ნატოში. კითხვებში დომინირებდა რუსეთის თემა, მისი აგრესიული ქმედებები და მათზე ჩვენი პასუხია“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
 
ვიზიტის ფარგლებში სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან.