ჟურნალ „Skylife“-ში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა

11.03.2019 - ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან (Turkish Airlines) თანამშრომლობით, აღნიშნული ავიაკომპანიის ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის გამოცემაში დაიბეჭდა თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია თბილისის შესახებ.

⭕️სტატიაში საუბარია თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, სამზარეულოზე. 

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს თბილისის ტურისტულ პოტენციალს.

თბილისის ისტორიული ხედებით აღფრთოვანებული ავტორი წერს: "ნარიყალას განუმეორებელი ხედი ჩამჩურჩულებს: მე ვარ თბილისი,მე გიჩვენებ წარსულს და მომავალს ერთი სურათით"-აღნიშნავს ავტორი.

სტატიის ბოლოს, ავტორი თბილისს კვლავ დაბრუნების იმედით ტოვებს:
"თბილისი იწვევს ჩემში სურვილს,რომ კვლავ დავბრუნდე და ვნახო მისი თვალწარმტაცი ბუნება.იგი მაიძულებს უფრო მეტად შემიყვარდეს მისი კულტურა.ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება,როცა აეროპორტში ვკითხულობ ფრაზას-"Tbilisi loves you". თბილისო, მეც მიყვარხარ"-წერს ავტორი.

აღსანიშნავია, რომ თურქული ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ზემოაღნიშნულ სტატიას და მიიღოს ვრცელი ინფორმაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის შესახებ.⚡
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.