კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

6.05.2019 კანადა- ვანკუვერში პირველად გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ,   ისტორიულ  "Vancouver Club"-ის შენობაში     უმასპინძლა.
 
საქართველოს ელჩმა   მისასალმებელ   სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და  ისაუბრა   საქართველოს   პირველ   რესპუბლიკაზე,  მის დემოკრატიულ   განვითარებაზე დააღნიშნა, რომ 100 წლის წინ ქართველმა ხალხმა პირდაპირი არჩევნების გზით აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება - პირველი დემოკრატიული პარლამენტი. კონსტანტინე ქავთარაძემ ასევე ისაუბრა ქართველი ხალხის ხანგრძლიივ ბროლის შესახებ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვასაქართველო-კანადის ურთიერთობებს და ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ ორმხრივ თანამშრომლობას.
 
სტუმრებს   სიტყვით   მიმართეს   ასევე  ადგილობრივი   ქართული ეკლესიის   მოძღვარმა   მამა   შიომ,  ვანკუვერში   ახლად ჩამოყალიბებული   ქართული   დიასპორული   ორგანიზაციის  და ადგილობრივი საზოგადოების რამოდენიმე წარმომადგენლებმა.  მათ შორის საქართველოს მეგობარმა, კანადელმა   ექიმმა   და        სპორტსმენმა   ტერენს   კოსიკარმა, რომელიც პირველი იყო ვინც 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე მძიმედ დაშავებული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გადარჩენას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, კოსიკარმა წამოიწყო ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობისსაერთაშორისო მოძრაობა, რომლის მიზანსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე სპორტსმენების რეაბილიტაცია წარმოადგენს. ელჩმა   და   ვანკუვერელმა   ქართველებმა   მხარდაჭერა   გამოუცხადეს   ამ   ინიციატივას   და   მოძრაობაში   ჩართვის   სურვილი   გამოთქვეს.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და საზეიმო მიღება ქართული ღვინით.