კანადაში საქართველოს საელჩომ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

4.05.2019 კანადა- ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ოტავას ისტორიულ „რიდო კლუბში“ ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიება ბავშვთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის SOS Children’s Villages დაარსების 70 წლისთავს მიეძღვნა.
საღამოს ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტნტინე ქავთარაძემ. ელჩმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს მიუსაფარი ბავშვების მოვლა, მათთვის ნორმალური ოჯახური პირობების შექმნა და გაჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს SOS Children’s Villages Canada-ს პრეზიდეტმა თომას ბაუერმა და  SOS Children’s Villages-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ფილიალის ხელმძღვანელმა ზენაიტ გებრეგზიაბერმა.
ღონისძიებას ბავშვთა უფლებების დამცველი კანადური და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების, კანადის ეთნიკური დიასპორის წარმომადგენლები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ქუთაისში SOS Children’s Villages-ს მიერ აშენებულ ბავშვთა სოფლებში 130-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.