კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა

6.11.2018 კანადა - კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართულ კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტოებს და საინფორმაციო მასალას.
 
კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. საქართველოს ელჩი  მეორე მსოფლიო ომის კანადელ ვეტერანებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
 
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ეროვნების სამხედროებთან ერთად, კოლეჯში სამხედრო სწავლების კურსს გადის საქართველოს გენერალური შტაბის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი.