კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

19.06.2019 თურქეთი-  საქართველოს საელჩოსა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU) ორგანიზებითა და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პირველად, კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 
ქართული კულტურის დღეების დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადეობას. ელჩმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას საქართველოს სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას. მან ასევე ისაუბრა ქართველი ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, ხოლო საქართველოს მუნიციპალიტეტებს კი ღონისძიების მხარდაჭრისათვის. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა და ორგანიზატორებმა ქართული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცეს.
 
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისა და კაპადოკიაში მყოფი უცხოელი ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.


[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.