კატარში საქართველოს ელჩი საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ მდივანს შეხვდა

26.02.2019 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ მდივანთან ჰასან ალ თავადისთან.


 
აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კომიტეტი პასუხისმგებელია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი პროცესის წარმართვასა და მისი ჩატარებისთვის აუცილებელი საფეხბურთო მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე. ჰასან ალ თავადიმ მიმოიხილა მიმდინარე პროექტები და აღნიშნა,  რომ კატარის მიერ გაწეული დიდი ძალისხმევით მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.  მან აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარს ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს საქართველოდან ჩამოსულ მრავალ გულშემატკივარს.