კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რეგიონში სუხიშვილების პირველი კონცერტი გაიმართა

6.05.2019 კატარი- კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ.დოჰას ოპერის თეატრში, ყურის ქვეყნებში ქართული ნაციონალური ბალეტის  “სუხიშვილები”-ს პირველი კონცერტი გაიმართა. აღსანიშნავია რომ ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

 
 წარმოდგენას ესწრებოდნენ კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კატარში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ქართული ნაციონალური ბალეტის პირველი კონცერტი რეგიონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,   კატარის  კულტურის ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს  მხარდაჭერით გაიმართა.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქ. დოჰაში სასტუმრო“Saint Regis”-ში ჩატარდა ქართული სამზარეულოს კვირეული - „Flavors of Georgia“. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები​ და საქართველოდან მოწვეული მზარეულის - მერი გუბელაძის მიერ მომზადებული ქართული კერძები.

ასევე, საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება დოჰაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.