ხათუნა თოთლაძე ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიაში მონაწილებს

12.03.2019 აშშ-11-15 მარტს, საქართველოს დელეგაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ქ. ნიუ-იორკში მიმდინარე ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიაში. CSW ძირითადი გლობალური მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც ექსკლუზიურად გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.
 
CSW63-ზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში,  ხათუნა თოთლაძის გარდა, არიან: თამილა ბარკალაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;  ქეთი მახარაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე;  დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. CSW63-სა და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
 
დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა CSW63-ის გენერალური დისკუსიის ფარგლებში. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს CSW-ს მინისტერიალში და მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში, გენერალური ასამბლეის მაღალი დონის ღონისძიებაში „ქალები ძალაუფლებაში“  და ასევე, სხვა ღონისძიებებში.