ხათუნა თოთლაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

27.09.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფასთან. 

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითრების პერსპექტივები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები.