ხათუნა თოთლაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

26.09.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთნ.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს ქ. თბილისში უნგრეთის კულტურის დღეების (Hungarian Cultural Days in Tbilisi) ჩატარების საკითხი, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს მიეძღვნება, ასევე ამ ფორმატში უნგრული მხარის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამის პროექტი.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურის სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.