ხათუნა თოთლაძემ ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

28 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც თანა თავმჯდომარეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე.

28 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე.

კომისიის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

კომისიის ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითები, როგორიც არის - ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების მხრივ არსებული მდგომარეობა და კომისიის შესაძლებლობების გაზრდა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.  
აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობა და საჭიროება ბავშვის უფლებათა დაცვის განმტკიცებისა და ხელშეწყობის საქმეში.