ხათუნა თოთლაძემ და გუსტავო სლაუვინენმა თბილისში ლათინოამერიკული ფილმების ფესტივალი საზეიმოდ გახსნეს

24.04.2017 თბილისი - საქართველო და არგენტინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. საიუბილეო დღეების ფარგლებში 24-25 აპრილს, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით,  საქართველოს ეწვია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გუსტავო სლაუვინენის ხელმძღვანელობით.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სახლში და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
 
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  ლათინოამერიკული ფილმების ფესტივალი, საზეიმოდ გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუსტავო სლაუვენინმა. ორივე მათგანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალი ეროვნული მუზეუმის კინოდარბაზში 29 აპრილიდან და 30 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კუბის, ეკვადორის, ჰონდურასის, იამაიკის, ჩილეს, მექსიკისა და გვატემალის ფილმები. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოში ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების, უნივერსიტეტის და კინო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები და კინოკრიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული საზოგადოებისთვის კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია.