ხათუნა თოთლაძემ ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 63-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

12.03.2019 აშშ- გაეროსთან საქართველოსა და შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლობების ორგანიზებით და  გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაიმართა ღონისძიება თემაზე - თუ რა მძლავრი იარაღია ზღაპრები გენდერული თანასწორობის და მომავალი ადამიანური კაპიტალის ხელშეწყობის კუთხით. ღონისძიებაქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 63- სესიის ფარგლებში ჩატარდა.
 
აღსანიშნავია, რომ ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“, რომლის პრეზენტაცია ღონისძიებაზე გაიმართა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, როგორც საქართველოში გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის ნაწილი, 2018 წელს გამოიცა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსდა. თორმეტი ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი ქალ გმირებზეა, რაც აქამდე იშვიათი იყო საბავშვო ლიტერატურაში, როგორც მხატვრულ, ასევე, სასკოლო წიგნებშიც.
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე,  ოლოფ სკოგი, გაეროსთან შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი;  კვაბენა ოსეი-დანქუა, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი;  ალია ელ-იასირი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი. ღონისძიებას გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი,  კახა იმნაძე უძღვებოდა.
 
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში  ერიკა კვაპილოვამ და ერთ-ერთი ზღაპრის ავტორმა ნესტან ნენე კვინიკაძემ.
 
ღონისძიება დასრულდა ზღაპრების ამონარიდების კითხვითა და დისკუსიით.